Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

ბოლო დროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების პასუხად გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას. აკადემიურ სივრცეში არსებობის ბუნებრივი ფორმაა აზრის თავისუფალი გამოხატვა, კონსტრუქციული კრიტიკა,  განვითარებაზე ზრუნვა და პროგრესისკენ სწრაფვა. მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენები სცდება ცივილიზებულობის საზღვრებს, რაც სრულიად დაუშვებელია საზოგადოდ, და აკადემიურ საუნივერსიტეტო  სივრცეში   განსაკუთრებით.

ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ძალადობრივი ქმედებების გამო და მოუწოდებს პროტესტში მონაწილე სტუდენტებს კონსტრუქციული დიალოგისკენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცდები ჩატარდება არსებული საუნივერსიტეტო წესების შესაბამისად, არადისტანციურ რეჟიმში.